უკან
არქივი
კომენტარი
10 ნოემბერი, 2017 13:35
ნინო გვენეტაძე თანამდებობას არ ტოვებს
საქართველოს უზენაესი სასამართლო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნინო გვენეტაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“,- ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე