უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
საზოგადოება
ნინო წილოსანი გურულ სტუდენტებს ხვდება
23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში (მის: თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, იმ ლანჩხუთელ, ჩოხატაურელ და ოზურგეთელ სტუდენტებს შეხვდება, ვინც თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობს. სტუდენტებთან შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
სტუდენტებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარების და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრება. კანდიდატის საარჩევნო პროგრამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და გაიმართება დისკუსია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის პოტენციალზე და ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე.