უკან

საზოგადოება

17 მაისი, 2018 15:00
font-size

ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა ეს არის ღმერთთან ბრძოლა - მეუფე შიო

ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო და სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა, – განაცხადა ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

მისი თქმით, ამაღლების დღესასწაული ოჯახის სიწმინდის დღეს დაემთხვა. მეუფემ აღნიშნული დღის დადგენისთვის პატრიარქს მადლობა გადაუხადა და ოჯახის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამაღლების დღესასწაული დაემთხვა ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც მისმა უწმინდესობამ დაგვიდგინა, როგორც ეროვნული ზეიმი და ჩვენ ყველანი მას მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისე იყო საჭირო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ვინაიდან ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო, სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია, ამიტომაც დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებები და რატომ? იმიტომ რომ, რასაც უკავშირდება ამაღლება“, – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

მისი თქმით, ოჯახი უბრალო ინსტიტუტი არ არის, არამედ ყოფიერების ფორმაა, რომელიც ღმერთმა შექმნა.

„ეს არის გზა, უმთავრესი გზა საერო პირისთვის, ეს არის ოჯახური ცხოვრება. ღმერთმა როდესაც შექმნა ადამიანი, ადამიც და ევაც ოჯახად შექმნა. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ამბობენ, ეს არის ის ფორმა ყოფიერების, რომელიც ღმერთმა შექმნა. ამიტომ ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა ეს არის ღმერთთან ბრძოლა, ეს არის ადამიანის ამაღლებასთან ბრძოლა, ეს არის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს, რომ არასდროს დავთმოთ ეს სიწმინდე და შევინარჩუნოთ. ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი