უკან
კონფლიქტის ზონა
7 ივნისი, 2020 15:09
ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქის შესაძლო დაკავებაზე სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა
ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი ახალგაზრდა. მათი დაკავება მოხდა სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.