უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

23 თებერვალი, 2018 15:20
font-size

ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გუშინ ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც ბრალი ჰქონდა წაყენებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ე.წ. გენოციდში. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო РЕС-ი წერს დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ე.წ. კომიტეტის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ახალგორში დააკავეს და ცხინვალში წაიყვანეს დაკითხვაზე, რომლის დროსაც გამომძიებლებმა მასალები წარუდგინეს, რომლითაც დასტურდება ტატუნაშვილის მონაწილეობა საომარ და სხვა უკანონო ქმედებებში.

„საკუთარ ბრალეულობაში დარწმუნების შემდეგ, ბრალდებული ჩაიკეტა და თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე პასუხების გაცემაზე უარი თქვა, თუმცა მათი თანდასწრებით არ დაუწყია გამოძიებასთან თანამშრომლობა. ამის შემდეგ იყო მიღებული გადაწყვეტილება ტატუნაშვილის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შესახებ, თუმცა გადაყვანის პროცესში მან სცადა ერთ-ერთი გამცილებლის იარაღის დაუფლება. აღნიშნული მცდელობა იყო აღკვეთილი გამცილებლების საპასუხო ქმედებებით, რომლებმაც გამოიყენეს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. წონასწორობის დაკარგვისას ტატუნაშვილი დაეცა კიბის საფეხურებზე, რის შედეგადაც ტრავმა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

ე.წ. კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ტატუნაშვილს საავაადმყოფოში საჭირო სამედიცინო დამხარება გაუწიეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის გარდაიცვალა.

იმავე პრესსამსახურის ინფორმაციით, გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს დაიბადა და ცხოვრობდა მცხეთაში. მათივე თქმით, ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი იყო.

ანა მებურიშვილი

ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

29 აპრილი, 2024 , 16:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. "აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი