უკან
პოლიტიკა
24 ნოემბერი, 2018 16:50
ოლიგარქი ივანიშვილი უკვე დეიურე შეუდგა საქართველოს დაშლას - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელმა შალვა ნათელაშვილმა „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში ვიზიტის გამო გააკრიტიკა. მან ეს ნაბიჯი მოღალატეობრივი უწოდა.
ნათელაშვილის მტკიცებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
„ოლიგარქი ივანიშვილი უკვე დეიურე შეუდგა საქართველოს დაშლას. მან მიავლინა საპარლამენტო დელეგაცია "პატრიოტთა ალიანსად" წოდებული მოსკოვში კონფერენციაზე, რომელსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რანგში ესწრება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ოკუპანტთა დელეგაციები.
მე მოვუწოდებ აქედან ჩასულ პარლამენტის დეპუტატებს, მოსთხოვონ სეპარატისტთა დელეგაციას კონფერენციის დატოვება, ამ თვითონ დატოვონ ეს სამარცხვინო თავყრილობა,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.