უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 დეკემბერი, 2018 14:10
font-size

,,ომეგა ჯგუფს“ შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

,,ომეგა ჯგუფს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ოჯთ-ს გაჩერებულ საწარმოში განცხადება ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა გააკეთა.

,,როგორც ამ სამი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე მოგახსენეთ, სამკვირიანი მუშაობის შემდეგ ომეგა ჯგუფის საწარმო კიდევ ერთხელ გააჩერეს და ისევე როგორც წინა შემთხვევებშიც, საწარმოს ხელოვნურად გაჩერება კვლავაც აქციზური მარკების უკანონოდ არმიცემით განხორციელდა.

შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანია „სიქფა სექიურითი სოლუშენ ჯორჯია“-ს დღემდე ჩვენს არცერთ წერილზე არ გაუციათ პასუხი და არ განუმარტავთ, თუ რატომ გააუქმეს ა.წ. 12 ნოემბერს ჩვენს მიერ განთავსებული და იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული შეკვეთა აქციზურ მარკებზე და რატომ არ მოგვაწოდეს დადასტურებული შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკების ნომინალის გადასახდელად საჭირო ინვოისი.

არც შემოსავლების სამსახური და არც მისი კონტრაქტორი არ გვცემენ პასუხს და არ გვეუბნებიან, რას ელოდებოდნენ 12 ნოემბრიდან 18 დღე, როდესაც დადასტურებული შეკვეთის შესაბამის ინვოისს არ გვაწვდიდნენ, რომ კანონით დადგენილი წესით მიგვეღო აქციზური მარკები და კიდევ ერთხელ არ მომხდარიყო წარმოების პარალიზება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯრობით არც ფინანსთა სამინისტროს უპასუხია.

ომეგა ჯგუფის მიერ 3, 5 და 6 დეკემბერს განთავსებული 4 შეკვეთიდან დღემდე არცერთი შეკვეთის დადასტურება არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის მიერ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შპს „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“-ს უკანონო ქმედებებით, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი ვარაუდი: ომეგა ჯგუფის საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იმიტომ, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისათვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახველი განცხადების გაკეთებას. აღნიშნული ვარაუდის მყარ საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა აღადგინა ომეგა ჯგუფისათვის აქციზური მარკების მიწოდება და იმავე დღეს ფინანსთა სამინისტრომ ომეგა ჯგუფის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრისას მოულოდნელად შემოგვთავაზა საგადასახადო შეთანხმების თავისი პირობები, რომლებიც გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვიდრე ის რასაც ომეგა ჯგუფი მანამდე წელიწადნახევრის განავლობაში ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ომეგა ჯგუფის თამბაქოს წარმოებამ დროულად და სრულად დაფარა მიმდინარე გადასახადები და ამ დროისათვის არ ერიცხება დავალიანება მიმდინარე გადასახადებში, მაგრამ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა არ გაკეთა ზემოხსენებული განცხადება, შემოსავლების სამსახურმა ყოვლად უსამართლოდ შეწყვიტა კომპანიისათვის აქციზური მარკების მიწოდება, ხოლო ფინანსთა სამინისტრო კი დადუმდა მათ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეთანხმების შესახებ.

2017 წლის მაისიდან მოყოლებული ომეგა ჯგუფის საწარმო უკვე მეოთხედ გააჩერეს. ხელისუფლების მხრიდან ამგვარი უპასუხისმგებლო ქმედებებით კომპანიას გამიზნულად ადგება დიდი ოდენობით ზიანი. ასევე უსამრთლოდ ისჯება ომეგა ჯგუფში მომუშავე 1500-მდე ადამიანი, რომლებსაც არ ეძლევათ მუშაობის საშუალება და ასობით ოჯახი ისევ რჩება შემოსავლის გარეშე.

ამგვარად, დღეს, 2018 წლის 7 დეკემბერს, ომეგა ჯგუფს შეაქვს სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“-ს წინააღმდეგ. სასამართლოსგან მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყონებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ აღადგინოს და შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი