უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 ივნისი, 2018 12:30
font-size

„ომეგა მოტორ ჯგუფმა“ საქართველოში პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა გახსნა

წითელი ლენტი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა და საპატიო სტუმარმა , გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ინვესტიციებისა და ვაჭრობის საკითხებში საქართველოსა და სომხეთში, მარკ პრიჩარდიმ გაჭრეს.

ქუჩაზე, ერთ სივრცეში, განთავსებული იქნება სხვადასხვა საავტომობილო ბრენდის შოურუმი (BMW,MINI, General motors , Maserati, Bentley, cadillac), ასევე, ყველა სახის საავტომობილო მომსახურება, მაღალი კლასის კაფე-რესტორნები, რეკრეაციული ზონა, სასტუმრო, ჰიპერმარკეტი. ეს თბილისის პირველი ავტო ქუჩაა.

როგორც „ომეგა მოტორ ჯგუფში“ აცხადებენ, პროექტის მიზანი საქართველოში საავტომობილო ბაზრის განვითარება, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და მსოფლიოს ბაზარზე არსებული სიახლეების საქართველოში დანერგვაა.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა მოტორ სითის“ ფარგლებში „ომეგა ჯგუფმა“ განახორციელა 48 980 400 ლარის ინვესტიცია, სამომავლოდ იგეგმება 43 218 000 ლარის ინვესტირება. კომპანიის მონაცემებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 800 ადამიანი დასაქმდება.

„ომეგა მოტორ სითის“ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ მოესმინათ ცოცხალი მუსიკა, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, დაეთვალიერებინათ ქუჩაზე არსებული ავტოშოურუმები.

ღონისძიებას დესწრებოდნენ სახელმწიფოს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და დიპლომატიური კორპუსი.

„ომეგა მოტორ ჯგუფი“, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა. გარდა ავტომობილებისა, კომპანია მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც მრავალწლიანი წარმატების გზა განვლო დღეს, საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოში არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. კომპანია საქართველოს ბაზარზე, მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს.

კომპანია დღეისათვის, ხუთი umsxvilesi ბრენდის წარმოდგენილია: „ომეგა მოტორსი“- BMW და MINI , General motorsi, Maserati, Bentley, თითოეულ ბრენდს გააჩნია ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სერვის ცენტრები აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

საკვანძო სიტყვები:

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე

2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აგვისტო, 2024 , 14:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვ