უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2020 17:40
font-size

ონლაინ გაყიდვების ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს

ონლაინ გაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს, - აღნიშნული საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შესაბამისი სამინისტროები, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ ინფორმაციას ონლაინ გაყიდვების იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც დადგენილ წესებს დაექვემდებარებიან და შექმნიან უსაფრთხო პირობებს დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათთვის საქმიანობის გაგრძელების ნებართვის გაცემის თაობაზე.

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განიხილა საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ ფაქტობრივი კარანტინის მოქმედების პერიოდში მოქმედი მკაცრი წესების აღსრულების საკითხი და იმ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობა, რომლებიც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მსხვილი მუნიციპალიტეტების საზღვრებზე მოეწყო. საკონტროლო პუნქტებზე მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება, მათ შორის თერმოსკრინინგი, რისთვისაც ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ე.წ კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე და ამ კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე კანონის შესაბამისად განხორციელებულ რეაგირებაზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144-ის მუშაობის დინამიკა. პრემიერისგან შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს დავალება, ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, შეუფერხებლად მიიღონ სრული ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 130 პაციენტიდან 26 უკვე გამოჯანმრთელდა. ყველა ინფიცირებულ პირს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ ცხელების ცენტრების მობილიზება, რომლებიც განკუთვნილი იქნება ტემპერატურის მქონე პაციენტებისთვის. ამასთან, მიმდინარე კვირას 112-ის ბაზაზე ამოქმედდება ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის მექანიზმი, რაც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, გაიარონ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და ამის შესაბამისად დაგეგმონ ვიზიტი სტაციონარში. სიმპტომების მქონე მოქალაქეებს მედიკოსები სახლში დაყოვნების რეკომენდაციას მისცემენ, ზუსტი ანამნეზის შეკრების შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება სტაციონარში გადაყვანისა თუ ბინაზე შემდგომი მონიტორინგის შესახებ. შესაძლო გართულებების წარმოშობის შემთხვევაში კი, შესაბამისი აღჭურვილობით განხორციელდება პაციენტის ტრანსპორტირება ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამაში უკვე ჩართულია ჯამში 25 კლინიკა, საიდანაც 4 თბილისში, ხოლო 21 საქართველოს დიდ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში მდებარეობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი