უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2018 16:50
font-size

ოპოზიცია გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სპეციალური ფორმატის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ, რომლის ფარგლებშიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ ან დახურულ ფორმატში.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ კონსულტაციებისთვის.

ოპოზიციის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისათვის გაგზავნილი წერილი და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

პარტიების მოთხოვნაა მარტის თვის განმავლობაში პრემიერ–მინისტრის პარლამენტში მისვლა და დეოკუპაციის პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე დებატებში მონაწილეობის მიღება.

„პრემიერის განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვან ასუსტებს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით. ეს განცხადება არის „ქართული ოცნების“ და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება,“- აღნიშნულია 12 პარტიის მიერ შემუშავებულ განცხადებაში.

ოპოზიციის შეფასებით, პრემიერმა კვირიკაშვილმა პარლამენტში შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაუყოვნებლივ მოსვლას ვითხოვთ იმისთვის, რომ მან გაგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა, იმ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ განცხადებას, რაც პრემიერი კვირიკაშვილის მხრიდან გაისმა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის ასევე ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღონ, რომელშიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც ჩაიწერება.

„ჩვენ ვითხოვთ და დიდი მადლობელი ვარ ოპოზიციური პარტიების, რომ ისინი შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მიღებული იყოს პარლამენტის მიერ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ ამბობენ, რომ ეს არის არა მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, არამედ მთელი ხელისუფლების პოზიცია და მიდგომაა.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ ამბობენ, რომ კვირიკაშვილის განცხადების უკან რუსეთის პოლიტიკა დგას.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი