უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ნოემბერი, 2018 16:10
font-size

ოპოზიცია ცდილობს, რაც კარგი ხდება თვითონ დაიბრალონ, ცუდი კი მმართველ გუნდს მიაწერონ- ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობას“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით 5-პუნქტიანი მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.

„განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას. ისინი ცდილობენ, დედაქალაქში რაც კარგი ხდება თვითონ დაიბრალონ, ცუდი კი მმართველ გუნდს დააბრალონ, ეს მათი არჩევანია,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც გადამუშავდება და გაზრდილი სახით დაუბრუნდება საკრებულოს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერები დაემატება.

„კომისიურ ფორმატში განვიხილეთ ბიუჯეტის პროექტი, რეკომენდაციები და შენიშვნები დავაფიქსირეთ. ჩვენ ვთქვით, რომ რეკომენდირებულია ბიუჯეტში იყოს ზრდა განათლების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე სოციალური მიმართულებით, უფასო სასადილოების მიმართულებით. ეს ყველაფერი წერია ჩვენს რეკომენდაციებში. მათ კი აიღეს ჩვენი შენიშვნები და ვითომ დაასწრეს მოვლენებს და თვითონ წამოაყენეს მოთხოვნები. ეს არის იაფფასიანი ფანდი. მათ კარგად იციან, რომ თბილისის ბიუჯეტი აუცილებლად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაახლოებით 50 მილიონით და დაახლოებით 930 მილიონი იქნება,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება მოთხოვნას პენსიონერებისთვის 200 ლარიანი ვაუჩერის დანიშვნაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტში უკვე არსებობს სოციალური პროგრამები პენსიონერთათვის. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში ისედაც გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი პენსიონერთა მედიკამენტებისთვის, გარდა ამისა, 50%-იანი ფასდაკლებაა პენსიონერების და შშმ პირებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნად მედიკამენტებზე. ეს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე ფუნქციონირებს. ასევე კომუნალურ ვაუჩერებზე უკვე რამდენიმე წელია დედაქალაქის ბიუჯეტში დევს 5-თვიანი ვაუჩერების სისტემა, ნოემბრის თვიდან მარტის ჩათვლით და სოციალურად დაუცველებს ეხებათ. ეს პროგრამა არ შეწყვეტილა და თუ მეტი საჭიროება იქნება, დაემატება თანხა.

„როგორც ჩანს, ოპოზიციამ კარგად ვერ წაიკითხა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავუგზავნეთ მერიას, სადაც უფასო სასადილოების ბიუჯეტის გაზრდის გარდა, გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების პედაგოგების ხელფასების ზრდა,“- დასძინა ირაკლი ზარქუამ.

საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა გაბრიელ წულაია წერს. „ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩა

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი

22 ოქტომბერი, 2025 , 11:15

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე  ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლა

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სა

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2025 , 13:39

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან. მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლ

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ