უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 დეკემბერი, 2018 12:05
font-size

ოპოზიცია ცდილობს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინოს - სოფო კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინოს.

„ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სერიოზული სიცრუის გავრცელების საფუძველი და საბაბი გახდა ის იყო, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ პირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ის არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, როგორც ამის წარმოჩენას ოპოზიცია აპირებს. ამაზე პირდაპირ, ხაზგასმით არის მითითებული როგორც გადაწყვეტილებაში, ასევე თავად მინისტრთა კომიტეტი საუბრობს ამაზე.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება გამოძიებას და რა თქმა უნდა, ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, მაგრამ ჩვენ აქ გვქონდა სამართლებრივი პრობლემები და ამ პრობლემებიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტრომ შემოიტანა პარლამენტში კონკრეტული ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ჩვენ მომდევნო სამშაბათს განვიხილავთ. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სამოხელეო დანაშაულებებთან მიმართებით, რომელიც კორუფციას ეხება, შესაძლებელი იყოს შესაბამისი ფარული მიყურადების განხორციელება. ეს არის პირდაპირ მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა, რომ ჩვენ თუ ასეთი ტიპის შემთხვევები შეგვხვდა, ეფექტიანად გამოვიძიოთ. შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი მექანიზმი, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები გამოიძიონ. ფაქტობრივად, საქმე იყო საკანონმდებლო ხარვეზი და ეს საკანონმდებლო ხარვეზი აუცილებლად აღმოიფხვრება ისე, როგორ რეკომენდაციასაც გვაძლევს მინისტრთა კომიტეტი“, – განუცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებს.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი