პოლიტიკა


ოპოზიციის მოსყიდვის მცდელობაა - ბაჩუკი ქარდავა უბარიერო არჩევნებზე
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ბარიერის გარეშე ჩატარება დაემთხვა მოახლოებულ შეხვედრას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს შუამდგომლობით 6 სექტემბერს, სტრასბურგში უნდა გაიმართოს.
„ვენეციის კომისიის წინ აქტიური მცდელობები, რომელიც აქამდე არ იყო, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას შეხვდეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, არის მცდელობა, რომ თავი აარიდონ ისეთ საკითხს, როგორიცაა საარჩევნო სისტემა და ზოგადად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“, - განაცხადა ქარდავამ.
მისი შეფასებით, უბარიერო არჩევნებით მმართველი გუნდი ოპოზიციის მოსყიდვას ცდილობს.
„მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ხარჯზე ამ ტიპის შეთავაზებები, თუნდაც უბარიერო სისტემა, რათა პარტიებს მიეცეთ საშუალება, ერთი კაცით შევიდნენ პარლამენტში, ოპოზიციის მოსყიდვის მცდელობაა“, - განაცხადა ედპ-ის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, გუშინ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამონაკლისის სახით საარჩევნო ბარიერს მოხსნის.
როგორც შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, ამაზე საუბარი მმართველ გუნდში არ ყოფილა, თუმცა „ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციას შეხვდეს და განიხილოს როგორც საარჩევნო ბარიერი, ასევე სხვა საკითხები.
საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ
18 თებერვალი, 2019 , 15:25

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
18 თებერვალი, 2019 , 14:00