უკან

საზოგადოება

3 იანვარი, 2017 12:40
font-size

ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვას შორის - ეკა ბესელია

ე.წ. მოსმენების კანონზე მუშაობას პარლამენტში სამუშაო ჯგუფი მომავალი კვირიდან დაიწყებს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონში ცვლილებების შეტანის ვადად მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდი განსაზღვრა.

,,დეკემბერში უკვე ჩავატარეთ კვლევა, სხვა ქვეყნების მოდელები ვნახეთ. ახლა ვამუშავებთ სწორედ ამ მოდელებს. იანვარში ჩვენ სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ინტენსიურად ვიმუშავებთ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, რომ თებერვლისთვის ცვლილებები იყოს მზად.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტამდე დააწესა ვადა, რომ ეს ცვლილებები მივიღოთ. ჩემი მთავარი გზავნილი არის, რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვას შორის. ამ შუალედში ვიქნებით სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროს’’, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდეს და დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სუს-იდან დამოუკიდებელი ორგანოში ე.წ. გასაღების გადატანა იქნება მეტი გარანტი, რომ მისი ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

ნინო ექვთიმიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი