უკან

საზოგადოება

6 ოქტომბერი, 2017 10:20
font-size

ორ დღეში გაგვცემენ პასუხს, რისი გაკეთება შეუძლიათ - „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები კახა კალაძეს შეხვდნენ

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს შეხვდნენ.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ ორ დღეში გააგებინებენ, რა სახის დახმარებას შესთავაზებენ.

„ვფიქრობ, რომ კახა კალაძემ ჩვენი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანა. გვკითხა, რამდენია ზარალი. ხვალ გაესაუბრებიან ჩვენს ადვოკატებს. ორ დღეში გაგვცემენ პასუხს, რისი გაკეთება შეუძლიათ.

რვა თვეა ქუჩაში ვართ, ბანკების ვალები გვაქვს. ყველაფერი ავუხსენით, როგორც იყო. იმედი გვაქვს, რომ მერობის კანდიდატი ჩვენს პრობლემებს მოაგვარებს“,-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ინგა ლაცუზბაიამ.

შეხვედრის დაწყებამდე დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ზარალის სრული ანაზღაურებაა. მათი ვარაუდით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გაჩნდა.

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რის გამო თითქმის მთელი შენობა დაიწვა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი