პოლიტიკა


ორივე მხარე ცდილობს, სათავისოდ განმარტოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - ანა ნაცვლიშვილი
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავრობა და ვანო მერაბიშვილის დამცველები ცდილობენ, სათავისოდ განმარტონ სტრასბურგის სასამართლოს გადწყვეტილება და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია შს ყოფილი მინისტრის პოლიტპატიმრობა, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს.
„როგორც სტრასბურგის სასამართლოს პალატის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებასთან, ასევე დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეჩვენება, რომ ორივე მხარე ცდილობს, სათავისოდ განმარტოს ეს გადაწყვეტილება და სიმართლე არის შუაში. ეს გადაწყვეტილება არ ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, პირიქით, გადაწყვეტილებაში ძალიან ცალსახად წერია, რომ განსხვავებით მოსარჩელის არგუმენტისგან, რომ მისი დაკავება ემსახურებოდა პოლიტიკური სცენიდან ჩამოყვანას, ეს არ დასტურდება. თუმცა, სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც ძალიან სერიოზული და ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის. კონკრეტულად მან თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავების მიზანი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა, ვინაიდან ეს გამოყენებულ იქნა სხვა საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად. ეს არ არის ის მიგნება სასამართლოს მხრიდან, რომლის პირობებში ხელისუფლებამ თავი დაიმშვიდოს, რომ არაფერი არ მომხდარა. ძალიან ცუდია ამ მუხლის დარღვევა. გამოძიების განახლებას რა შედეგი შეიძლება პრაქტიკაში მოჰყვეს, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ თავის დროზე უნდა გამოეძიებიათ ეს ამბავი. მაგრამ, პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების დაკნინება ან ზედმეტად წარმოჩენა, რასაც ადგილი აქვს ორივე მხრიდან, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, -თქვა „საიას“ თავმჯდომარემ.
28 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის 2 მუხლი დაირღვა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27