უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2017 13:20
font-size

ორშაბათს შპს „რუსთავი 2-ის გუნდი“ დაფუძნდება - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის დადებითად აფასებს ძმები ყარამანიშვილების განცხადებას, გადასცენ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს ტელეკომპანიის 51%-იანი წილი.

გვარამიას თქმით, ორშაბათს ტელეკომპანიის გუნდი დააფუძნებს ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს”.

„ორშაბათს ჩვენ უკვე დავაფუძნებთ შპს-ის, რომლის სახელი იქნება „რუსთავი 2-ის გუნდი“. და ეს შპს იქნება 51%-ის წილის მფლობელი“, - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას განმარტებით, წილის არა ინდივიდუალურად, არამედ ერთ კონკრეტულ ჯგუფზე განაწილება „რუსთავი 2“-ს შესაძლო რისკებისგან ააცილებს. მისი თქმით, ასე გუნდი უფრო ეფექტურად გამოიყენებს 51%-იან წილს.

„ორ ვარიანტს განვიხილავდით, ან მექანიკურად გაიყოს ეს 51%, ან შპს-მ წაიღოს და შპს-ის დამფუძნებლები ვიყოთ. პირველი ვარიანტი წამგებიანია ჩვენი აზრით, იმდენად, რამდენადაც ეს 51%-ი წილის 2%-ის მფლობელი სხვა მხარეს რომ გადავიდეს, ანუ 49%-ს დაუჭიროს მხარე, ეს უკვე 51%-ი გახდებოდა, რაც განხეთქილებას შემოიტანდა გუნდში და გარკვეულ რისკებსაც წარმოშობდა, რომ ჩვენ ეფექტურად ამ 51%-ს დავკარგავდით, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს 51% იქნება შპს „რუსთავი 2-ის გუნდის“ ხელში“, - განაცხადა გვარამიამ.

კონკრეტული გადაწყვეტილება, რამდენი დამფუძნებელი ეყოლება შპს-ის, დღეს 7 საათზე დაგეგმილ შეკრებაზე უნდა გადაწყდეს.

„ვინ იქნება „რუსთავი 2“-ის გუნდი, რამდენი ადამიანი დააფუძნებს, 20, 30 თუ 50, ეს უნდა გადაწყვიტოს კოლექტივმა. ამას ჩვენ გადავწყვეტთ დღეს, რუსთავი 2-ის გუნდის სრულ შეკრებაზე 7 საათზე“, - თქვა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, შპს „რუსთავი 2-ის გუნდი“ ვერ გაყიდის თავის წილებსა და საკუთრებას ძმები ყარამანიშვილების თანხმობის გარეშე.

გვარამია არ გამორიცხავს, რომ შპს-ში გაწევრიანდნენ ის კომპანიები, რომლებიც „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობენ: ფორმულა კრეატივი და ნანუკას შოუ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ძმებმა ყარამანიშვილებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ტელეკომპანია „საქართველოს“ წილის 51% „რუსთავი 2“-ის კოლექტივს გადასცენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვა თანამშრომლების ხელში გადავა. ამ წინადადებას „რუსთავი 2“-ის გუნდი დათანახმდა.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი