უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 იანვარი, 2020 17:45
font-size

„ოცნება“ ემშვიდობება ხელისუფლებას, მაგრამ ამას ყველა ხვდება „ოცნების“ გარდა - დავით ჭიჭინაძე

„ოცნება“ ემშვიდობება ხელისუფლებას, მაგრამ ამას ყველა ხვდება „ოცნების“ გარდა, რადგან მათ რეალობასთან შეხება არ უნდათ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აღარც ინსტიტუტებს სცემს პატივს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„თუ ადრე ვამბობდი, რომ ოპოზიციას არცერთი საარჩევნო სისტემით არ აქვს ხელისუფლებაში მობრუნების შანსი, ასევე არ არსებობს სისტემა, რომელიც ახლა „ოცნებას“ გაუხანგრძლივებს ხელისუფლებას.

ამიტომ სჭირდება „ოცნებას“ ისეთი რეალური ლიდერი, ვინც არჩევნებზე გარკვეულ დივიდენტებს მოუტანს და არა ფსევდო პრემიერები, რადგან „პოსლეზე“ ხმის მიცემაზე უკვე ვეღარავის დაითანხმებენ. ასე რომ, „ოცნება“ ილუზიაშია. გახარია დიდი ხანია მხოლოდ სატელევიზიო პრემიერად დარჩა, როგორც ბახტაძე. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პრაქტიკულად ყველა პროგრამა დახურა; ეკონომიკის მინისტრს ეკონომიკა მხოლოდ გაყიდვა ჰგონია; ფინანსთა სამინისტროში არა მარტო წინა მინისტრის დროს დაკარგული 700 მილიონი იპოვეს, დამატებითი 700 მილიონი დაიმატეს მოპარული დღგ-ეებით.... ან რა დააშავა ამ ქვეყანამ იმის ფასი, რომ იზორიასნაირი ადამიანები გვყავდეს ელჩად? თუნდაც ბაქრაძისნაირი? მათი ადგილი საელჩოებში კი არა, სხვაგანაა და დარწმუნებული ვარ, ისტორია მიუჩენს იმ ადგილებს, რასაც იმსახურებენ.

მოკლედ, ფაქტია „ოცნება“, აღარც ინსტიტუტებს სცემს პატივს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს და არც საღ აზრს ითვალისწინებს.

ყველა ჭორაობაზეა გადასული. მთავარია ვინ დაასწრებს ენის მიტანას ივანიშვილთან და ის არის მართალი. მათ გონიათ მსოფლიოც ასეა მოწყობილი. ამით კი ქვეყანა ზიანდება“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი