უკან

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2020 15:17
font-size

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

ბერდია ლომიძის თქმით, ცესკოს სხდომაზე წარდგენილი ფოტოები გადაღებულია 2017-2019 წწ.-ში, ხოლო ის N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია 2020 წლის 9 ივნისიდან.

„მინდა გამოვეხმაურო, 2020 წლის 18 სექტემერს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟს, რომელშიც გაშუქდა ცესკოს 2020 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე განვითარებული მოვლენები. აღნიშნულ სხდომაზე ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ წარადგინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქიდან“ აღებული ფოტომასალა, რომლის წარდგენით დავით კირთაძეს ჰქონდა მცდელობა მოეხდინა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაცია. ამით ის ამტკიცებდა, რომ თითქოს ფოტოები არის უახლოეს პერიოდში გადაღებული და ამით ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ თითქოს ამჟამად დავდივარ „ქართული ოცნების“ შტაბში და ვიღებ დავალებებს.

განვმარტავ, რომ აღნიშნული ფოტოები გადაღებულია 2017-2019 წწ.-ში, ხოლო N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ 2020 წლის 9 ივნისიდან. ჩემს საქმიანობაში ვარ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. გასული პერიოდის კანონიერ საქმიანობას არავითარი შემხებლობა არა აქვს დღევანდელ პოზიციასთან და არ შეიძლება გახდეს ჩემი საქმიანობის შეფასებისა და შეზღუდვის საფუძველი.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.

შესაბამისად, დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა და სწორი ფაქტების გახმოვანება მოეთხოვება საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს.

შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაზე ვაპირებ შესაბამის კანონიერ რეაგირებას“, - წერს ბერდია ლომიძე.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი