პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომდგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წამომადგენლების უფლებების დაცვისა და მათ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხებით.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით გატარებული და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა გაწეული ორმხრივი თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.