უკან

მსოფლიო

30 ოქტომბერი, 2020 17:30
font-size

პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოების დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა - FAO-ს გენერალური დირექტორი

პანდემიამ კვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. საკვები საკმარისად იწარმოება, მაგრამ ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოს დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა,- ამის შესახებ FAO-ს გენერალური დირექტორის, კუ დონჟუს ღია წერილშია აღნიშნული.

წერილის თანახმად, 2-4 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ევროპის 32-ე რეგიონულ კონფერენციას“ ატარებს, რომლის ვირტუალური მასპინძელი წელს უზბეკეთია. ღონისძიებაში მოწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, თემაზე - თუ როგორ უნდა გარდავქმნათ აგრო-სასურსათო სისტემები, რომ მივაღწიოთ მდგრადობას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.

„FAO-ს რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს FAO-ს წევრი ყველა ქვეყანა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან: ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე და არქტიკული წრიდან ცენტრალური აზიის პამირის მთებამდე. რეგიონი ძალიან მრავალფეროვანია და მასში შემავალი სასურსათო სისტემებიც რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.

COVID-19-ის პანდემიამდეც, აგროსასურსათო სისტემების მდგრადობა ყურადღებას იპყრობდა რეგიონში, განსაკუთრებით, ჭარბწონიანობის ფონზე, რომელიც, 2019 წლის მონაცემებით, 23 პროცენტს შეადგენდა ევროპაში და 18-ს ცენტრალურ აზიაში. ასევე, შემცირებული იყო საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი და საკვებში მიკრონუტრიენტების დეფიციტი კი - გაზრდილი.

პანდემიამ კვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. საკვები საკმარისად იწარმოება, მაგრამ ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოს დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა.

სურსათის წარმოებისა და მიწოდების ქსელი რეგიონში კარგად მუშაობს, ძირითადად ფერმერების ხარჯზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ჩვენთვის საკვები აწარმოონ, და მიუხედავად პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვებისა და შექმნილი პრობლემებისა. ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში საოჯახო მეურნეობები აცხადებენ, რომ მათ გამოიყენეს საკუთარი დანაზოგები, რომ დაეფარათ საწარმოო ხარჯები. მათგან 85 პროცენტი აცხადებს, რომ მათი წარმოების გადარჩენა მთლიანად დამოკიდებულია მთავრობის მხრიდან ხელშეწყობაზე, რათა დაფარონ მიმდინარე ხარჯები.

ამ კონტექსტში, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის გატარება და საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობა, რათა შენარჩუნდეს სურსათის წარმოება და გაუმჯობესდეს აგროსასურსათო სისტემების მდგრადობა. ამასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა - სურსათის უვნებლობა, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ციფრული ინოვაციები - რეგიონული კონფერენციის მთავარი თემები იქნება.

ისეთი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა სატელიტური ფოტოების გადაღება, სენსორული და მობილური აპლიკაციები, რევოლუციური ცვლილებების შემომტანი იქნება ფერმერებისა და საოჯახო შინამეურნეობებისთვის, ისევე როგორც მომხმარებლებისთვის. ციფრულ ტექნოლოგიებს, სულ მცირე, შეუძლია სურსათის ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ბაზრებზე წვდომის გაზრდა, სურსათის დანაკარგების შემცირება, წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესება და მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლა.
COVID-19-ის პანდემიამდე თითქმის 690 მილიონ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი საკმარის საკვებზე, 2019 წლის მონაცემებით. FAO-ს უახლეს ანალიზზე დაყრდნობით, პანდემიამ შესაძლოა ამ სტატისტიკას კიდევ 132 მილიონი ადამიანი შემატოს მსოფლიოში. გარდა ამისა, 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი დამოკიდებულია აგროსურსათის წარმოებაზე, რათა გამოკვებოს საკუთარი ოჯახი.


პანდემიამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა ფრაზას - არც ერთი ადამიანი არ დავტოვოთ უყურადღებოდ - 2030 წლის გლობალური მიზნების მთავარ პრინციპს. როგორც არასდროს, მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და აკადემიური სექტორი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით მოახერხონ ამ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება.

ძლიერი პარტნიორობა FAO-ს ინიციატივის ცენტრალური ასპექტია, რათა მოხდეს აგროსურსათის სისტემების მდგრადობის გაძლიერება და, საბოლოოდ, შიმშილისა და სიღარიბის დაძლევა. „კერძო სექტორის ჩართულობის ახალი სტრატეგიით“, FAO მიზნად ისახავს კერძო სექტორთან პარტნიორობას, ინოვაციების, ინვესტიციების, სამეცნიერო ექსპერტიზის გასაძლიერებლად.

FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოს გარშემო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო მიმართულების საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად, ასევე ამ ცვლილებების დასანერგად და განსახორციელებლად.

FAO-ს „ევროპის 32-ე რეგიონული კონფერენცია“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც FAO-ს მოწოდებები მოქმედებებად უნდა გარდაიქმნას - ახალი იდეებად, ძლიერ პარტნიორობად და ახალ გზებად, რომ შევქმნათ უკეთესი წარმოება, უკეთესი ხელმისაწვდომობა საკვებზე, უკეთესი გარემო და სიცოცხლე”,-ნათქვამია წერილში.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი