უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2021 14:30
font-size

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ხვალ იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე მოხსნის საკითხს სამშაბათს, 26 იანვარს განიხილავს.

საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი. უფლებამოსილება შეუჩერდება 51 დეპუტატს, რომლებმაც გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

ესენი არიან წარმომადგენლები: ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო (5), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4), „ლელო საქართველოსთვის (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1), ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“.

საკითხის კომიტეტში განხილვის შემდეგ ის განსახილველად საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გავა. დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის აუცილებელია 76 დეპუტატის ხმა.

პარლამენტმა იანვრის დასაწყისში სადეპუტატო უფლებამოსილება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს შეუწყვიტა, მათ ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში პარტიის საარჩევნო სიის წევრები ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი შევიდნენ.ამის შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გასულ კვირაში პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი საპარლამენტო სავარძელი ერგოთ.

„გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს ოპოზიციასთან, პარლამენტში შესვლას კი ჯერ არ აპირებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი