უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2017 18:45
font-size

პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე 55 საკითხს განიხილავს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წევრებმა 9-10 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და საკანონმდებლო ინიციატივები წამყვან და სავალდებულო კომიტეტებს შორის გაანაწილეს.

პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე 55 საკითხს განიხილავს, რომელთა შორის სარატიფიკაციო 9 დოკუმენტია.

საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობისას ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით მოხდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების განხილვა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით პარლამენტის წევრებს განცხადებებით გამოსვლის შესაძლებლობა ყოველ პლენარულ სხდომაზე მიეცემათ.

პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ საკითხი ნამდვილად აქტუალურია.

„ეს საკითხი ნამდვილად არის აქტუალური. ჩვენ არაერთხელ გავხდით იმის მომსწრე, რომ პრობლემები შეიქმნა ამ საკითხის გარშემო. კარგი იქნებოდა, ფრაქციების მონაწილეობით გავიაროთ შინაარსი ამ დადგენილების პროექტით და ოპტიმალურ მოდელზე შევჯერდეთ.“

მისივე განცხადებით, პარლამენტი კანონპროექტს 2 კვირის ვადაში განიხილავს. „ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ აუცილებლად მოხდება წარმოდგენილი პროექტის ინიცირება და მას განვიხილავთ 2 კვირაში. ეს საკითხი ნამდვილად სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, რადგან პარლამენტის რეგლამენტში არის ისეთი რეგულაციებიც, რომელიც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი