პოლიტიკა
პარლამენტიდან ნამდვილად არ წავალ და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ - დავით ჭიჭინაძე
უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს - ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას, - აცხადებს პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
“აუსრულდა ოცნება მამუკა მდინარაძეს - მისი ფრაქციის წევრი აღარ ვიქნები. ველოდები, რომ ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გამრიცხავენ. რაც შეეხება უმრავლესობაში დარჩენის საკითხს, რომ მოვინდომო, არსებობს მეთოდი, რომ უმრავლესობაში შემავალი სხვა პარტიის ფრაქციაში შევიდე.
მე, პარლამენტიდან ნამდვილად არ წავალ და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, გამაჩნია ჩემი ღირებულებები. ეს ღირებულებებია მნიშვნელოვანი ჩემი ამომრჩეველისთვის, რადგან ჩემი და მათი ღირებეულებები ერთმანეთს ემთხვევა. არასდროს არ მითამაშია, არასდროს „მისპეკულანტია“. არის საკითხები, რაც მაწუხებს და პოლიტიკაშიც იმიტომ ვარ, რომ შევძლო მიცემული დაპირებების შესრულება“, - განუცხადა ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

