უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
22 ივნისი, 2017 16:50
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კანონპროექტს. რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა, რომლებმაც ერთსულოვნად მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ.
გარდა ამისა, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა დეპუტატებს.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის - 113 დეპუტატის მხარდაჭერა.
ანა მებურიშვილი