პოლიტიკა
პარლამენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა - გიორგი გვილავა ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა, გიორგი გვილავამ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტმა საფუძვლიანი ცვლილებები უნდა განახორციელოს, რათა შეიზღუდოს გარკვეული ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება.
„ზოგადად ამ ჯგუფს ბევრი პრობლემა ახასიათებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათი მოძლიერება ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალიცაა, იმიტომ რომ მათ კავშირები აქვთ ხელისუფლების ნაწილთან და ამ კავშირებმა პარლამენტში ვერ გაამართლა, იმიტომ რომ გამოჩნდა მეორე ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა ამ პროცესს. ისინი ამ კავშირებს მომავალშიც გამოიყენებენ, ახლა მთავარია, პარლამენტმა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანია სერიოზული და საფუძვლიანი ცვლილებები და მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა“,- განაცხადა გვილავამ.
გუშინ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მოიპოვა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.