უკან

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 18:10
font-size

პარლამენტში ბავშვის უფლებათა კონვენციის ორ დამატებით ოქმზე სახელმწიფო ანგარიშების პროექტები მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებისთვის გაცნობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ბავშვის უფლებათა კონვენციის ორი დამატებითი ოქმის იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშების პროექტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსაც წარუდგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, ხათუნა თოთლაძემ მოკლედ მიმოიხილა ანგარიშის პროექტებში ასახული ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ანგარიშების შემუშავების პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის მნიშვნელობას. ამასთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ისაუბრეს ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მხრივ, განხორციელებულ ღონისძიებებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა სოფიო კილაძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს ანგარიშების პროექტების მომზადებისთვის, ასევე გამოთქვა იმედი, რომ საკომიტეტო მოსმენაზე გახმოვანებული რეკომენდაციები და კომენტარები ასახვას ჰპოვებენ სახელმწიფო ანგარიშების საბოლოო ტექსტებში.

ხათუნა თოთლაძის განცხადებით - ,,გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში გაგზავნამდე, ხსენებული ანგარიშები გასაცნობად ასევე გაეგზავნება ბავშვის უფლებათა თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისს, რათა მოხდეს მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარება“.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი