უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
საზოგადოება


პატრიარქი ილია არა მხოლოდ მიყვარს, არამედ მას დიდ პატივს ვცემ - მსოფლიო პატრიარქი
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე ისაუბრა „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს მოახლოებული აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა.
„მის უნეტარესობას, საქართველოს პატრიარქს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ის აქ ნამყოფია ჩემთან, მეც ვყოფილვარ საქართველოში. ჩვენ შევხვედრივართ ხშირად საყოველთაო მართლმადიდებუბლურ შეხვედრებზე. პატრიარქი ილია არა მხოლოდ მიყვარს, არამედ მას დიდ პატივს ვცემ. ამას მე ვამბობ და ვადასტურებ ყოველთვის, როდესაც შესაძლებლობა მეძლევა.
ის არის თავდადებული თავისი ერისთვის, ის ნამდვილი წინამძღოლია და აქვს სიყვარული და პატივისცემა საქართველოს მთელი მოსახლეობისგან. არ დამავიწყდება, რომ ჩემი აღსაყდრების 20 წლის იუბილეზე ჩამოვიდა და ერთად ვიზეიმეთ ის დღე. მე თბილისში ჩავედი, როდესაც მან იზეიმა აღსაყდრებიდან 35 წელი და დაბადებიდან 80 წლის იუბილე. მაშინ მე მას გადავეცი როგორც ჩემი პირადი, ასევე მთელი საპატრიარქოს საუკეთესო სურვილები.
ის ამდენი წელია ემსახურება მორწმუნე ხალხს, რომელთა ღვთისადმი სასოება სჩანს ღვთისმსახურების დროს, როდესაც ყველანი ერთად გალობენ; ეს არის დიდი სიამოვნება, რომ ადამიანმა იხილოს საქართველოს პატრიარქი, როცა გარშემო მრევლთან ერთად აღავლენს ღვთისმსახურებას.
პატრიარქი ახლაც იუბილარია, მე მას ვუსურვებ, მრავალჯერ გადაეხადოს იუბილე. ცხადია, მივწერ მისალოც წერილს, მაგრამ ამ ეთერითაც მინდა მივულოცო, გადავცე ჩემი საუკეთესო სურვილები, ქრისტესმიერი ამბორი, ვითარცა მისმა ჭეშმარიტად მოსიყვარულე ძმამ და ვუთხრა - მრავალჟამიერ, მეუფეო“, - ბრძანა პატრიარქმა.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43