უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ოქტომბერი, 2016 16:30
font-size

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში ხალხმრავალი წინასაარჩევნო აქცია გამართა

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში, ერას მოედანზე, წინასაარჩევნო შემაჯამებელი ხალხმრავალი აქცია გამართა.

მხარდამჭერებს პარტიის ხელმძღვანელებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მიმართეს.

„პირველ რიგში, მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენ დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ სამწუხაროდ 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი „ქართულმა ოცნებამ“ წყალში გადაყარა. ისევ გადაარჩინა ეს ნაცები, გააცოცხლა და დღესაც იგივეს აკეთებს - შეირწყა და რაღაცა ახალი ჯიშის პოლიტიკური ცხოველი შეიქმნა. ხალხს კი არ ეშინია, ხალხი აკვირდება ამას, ამ განურჩევლობას რაც ხდება; ის ხალხი, ვინც ადამიანებს აწამებდა, აშინებდა სოფლებში, ახლაყველა „ქართულ ოცნებაშია“. ეს განუკითხაობა უნდა დამთავრდეს. ამ ქვეყანაში წესიერებამ უნდა გაიმარჯვიოს“,-განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველი რაც მოხდება, იქნება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა.

„იმ კურდღელს, იმ ბაჭიას, სააკაშვილს ჩამოვიყვანთ აქ ყურებით, ვატყობ, რომ ჩვენი ჩამოსათრევია იგი აქ და გასასამართლებელი. „ქართული ოცნება“ მაგის აქ ჩამომყვანი არ არის“,-აღნიშნა ინაშვილმა.

ასევე, პოლიტიკოსმა შეკრებილებს დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ხალხის არც ერთი ფული არ იქნება მოპარული, 77 ათასი ბავშვი აღარ იშიმშილებს, 250 ათასი დედა აღარ იშიმშილებს, 300 ბავშვი აღარ მოკვდება“,-მიმართა ამომრჩეველს ინაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი