უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2017 13:50
font-size

პედაგოგის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დროშის გამოყენების უფლება მოსწავლეებს ფონის გასალამაზებლად მისცა

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ნათელა ღლონტმა, მე-7 კლასის მოსწაველებთან ერთად ღია გაკვეთილი გამართა სახელწოდებით „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“.

მოსწაველებმა კედლები და ქუჩები მოხატეს, ამ დროს მათ ხელში „ქართული ოცნების“ დროშები ეკავათ.
ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა.

ნათელა ღლონტმა ახსნა-განმარტება სკოლის დირექციას უკვე ჩააბარა და დოკუმენტს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს.

თავად პედაგოგოს თქმით, მას ბავშვებისთვის მმართველი პარტიის დროშები არ დაურიგებია. მისი თქმით, დროშები იქვე მდგარ სკამზე იდო და ბავშვებმა ისინი აიღეს.

„მე არანაირ პარტიაში არ ვარ. დროშები არავის დაურიგებია, იდო და აიღეს. მანდვე სკამებზე იდო. არც პარტიაში არ ვარ, ჩემს ცხოვრებაში არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. რა გინდათ ჩემგან? მე ვმუშაობ, ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ. საყვედური არაფერი მოუციათ ჯერ, მაგრამ ალბათ იქნება. მითხრეს, რომ არასწორი იყო,“-განმარტა ხელოვნების მასწავლებელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ბორჯომის პირველი სკოლის დირექტორის ჯულიეტა ჯინჯოლავას თქმით კი, ღლონტის მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ დროშების გამოყენების უფლება ბავშვებს ფონის გასალამაზებლად მისცა.

„ამ მასწავლებელმა გვთხოვა ფერადი ცარცები. ჩევნ მივეცით მას ეს ფერადი ცარცები და გაკვეთილის დასაწყისში მან გაიყვანა სკოლიდან მე-7 „ბ“ კლასი, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე, ხატავდნენ, გაკვეთილის თემა იყო აფხაზეთი. ფაქტი გავიგეთ ტელევიზიაში გაშუქებული სიუჟეტის შემდეგ. მასწავლებელმა დღეს დაწერა ახსნა-განმარტება და დისციპლინურ კომიტეტს გადაეცემა მოკვლევისთვის ეს ფაქტი. მასწავლებელი ამბობს, რომ სკამზე იყოო ეს დროშები და აქედან აიღეს მოსწავლეებმა და მე უბრალოდ ფონის გასალამაზებლად გამოვიყენეო“,-განმარტა სკოლის დირექტორმა.

მონიკა დავლიანიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი