უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
კომენტარი
პენიტენციურ სისტემაში დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება - კახა კახიშვილი
მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე უსაფრთხოდ იყოს განთავსებული პენიტენციურ სისტემაში, - განუცხადა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა.
ჟურნალისტები დაინტერესდენენ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც, თუმცა კახიშვილმა განმარტა, რომ ის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებს.
„ყველა უნდა შევეჩვიოთ, რომ არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის ცნება, როდესაც არ მაქვს საშუალება ჩვენთან განთავსებული პატიმრების ავადმყოფობის დეტალებზე ვისაუბრო. ბრალდებული ადვოკატებს ყოველდღიურად ხვდება და იმ შემთხვევაში, თუკი საჭიროდ ჩათვლის, რომ გაახმოვანოს ინფორმაცია, რომელიც ჩემი მხრიდან არ შეიძლება იყოს გახმოვანებული, გაახმოვანებს.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი პატიმრების უსაფრთხოების დაცვაა. გვყავს პატიმრები, რომელთა დაკავშირებითაც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა ვუზრუნველვყოთ უსაფრთხოების საკითხები. არიან ადამიანები, რომელთა მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ვიყენებთ. მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, რომ ბრალდებული უსაფრთხოდ იყოს განთავსებული პენიტენციურ სისტემაში“, - განაცხადა კახიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი