უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
საზოგადოება
პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვება და დამუშავება - შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს - საია
აქციის მონაწილეების დასაჯარიმებლად სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მასობრივად გამოყენება მოქალაქეთა დაშინებას ემსახურება - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას სახის ამომცნობი კამერების მასობრივ გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისთვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია. სასამართლო უმეტესად, არ აფასებს, რამდენად კანონიერად მოხდა პირის იდენტიფიცირება და პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ასევე, აქციის მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლისთვის. მას ასევე, აქვს „მსუსხავი ეფექტი“, რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თვითშეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს.
გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საია-სთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ მეთვალყურეობას/თვალთვალს. კერძოდ, 2025 წლის იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს "ლაივ რეჟიმით". ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, ამ დროს კადრს აახლოებს შესაბამისი პირი იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება „ლაივ რეჟიმში“. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად. ვიდეო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ, სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან. გაუგებარია, რომელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ვიდეოკამერისგან ზურგით მდგომი საპროტესტო აქციის მონაწილის ხელში არსებული ფურცლების იმგვარად მიახლოება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება, რომ შესაძლებელი გამხდარიყო არსებული ტექსტის წაკითხვა.
საგანგაშოა, რომ სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას. ამავდროულად, ეს მიზნად ისახავს საპროტესტო აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას იმისა, რომ სახელმწიფო არამხოლოდ მათ იდენტიფიცირებას მოახდენს და სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს, არამედ უთვალთვალებს კიდეც.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირი რეჟიმით თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა შეფასებული აქვს გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებებში ჩარევად. სასამართლოს შეფასებით, ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების განხორციელების კონტექსტში, შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპით მართული, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან (Glukhin v. Russia, no. 11519/20).
საია-ს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს შსს-ს მიერ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე. საია-მ გასულ პერიოდშიც მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რათა შეესწავლა რამდენად განხორციელდა წინასწარ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სამსახურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
17 თებერვალი, 2026 , 14:15
18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
17 თებერვალი, 2026 , 13:51
საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
17 თებერვალი, 2026 , 13:21
კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა
16 თებერვალი, 2026 , 17:35
თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
16 თებერვალი, 2026 , 16:14
მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას
13 თებერვალი, 2026 , 14:03



