უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2018 11:55
font-size

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციები დასრულდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა, რითაც დასრულდა კონფერენციების ციკლი, რომლის მიზანი პარტიის მომავალი განვითარების გეგმების განხილვა და პარტიის ყრილობისთვის მზადება იყო.

კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„თბილისის კონფერენციით დასრულდა კონფერენციების ციკლი, რომლის მიზანი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომავალი განვითარების გეგმების განხილვა და პარტიის ყრილობისთვის მზადება იყო.

“ქართული ოცნების” საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ქალაქში, ყველა კონფერენციაზე იგრძნობოდა სრული მზაობა და მუხტი ჩვენი მხარდამჭერებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტებისგან- გადავიდეს პარტია განვითარების ახალი ეტაპზე და განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ამ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება.

„მინდა ასევე გაცნობოთ, რომ პარტიის მეხუთე ყრილობა გაიმართება 11 მაისს, თბილისში. ყრილობა საქმიან, სამუშაო ფორმატში წარიმართება, რომელსაც პოლიტიკური გუნდი, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტსაბჭოს მიერ არჩეული დელეგატები დაესწრებიან. დარწმუნებული ვარ, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, განახლებული გეგმებით და ახალი ხედვებით, შექმნის მუხტს და გააერთიანებს საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საშენებლად - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კონფერენციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საკვანძო სიტყვები:

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი