კომენტარი
პოლიტიკური ქულების დაწერა ცოტა გამაღიზიანებელი - მამუკა მდინარაძე
ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა და ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
,,მთავარია, რომ ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა და როგორც ჩანს, ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით, რისთვისაც პროკურატურას და სამართალდამცავებს მადლობა უნდა გადავუხადოთ.
გამოძიება გაგრძელდება და დანარჩენ დეტალებსაც დადგენს მრავალ ვერსიასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა პასუხს ყველა კითხვას გასცემს. ძალიან კარგია, რომ პატრიარქი და მისი თანმხლები პირები კარგად არიან,’’ - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნის მოთხოვნას, მდინარაძის თქმით, ამ საკითხით დაინტერესებას მმართველ გუნდზე მეტად ვერავინ დაიბრალებს.
"რაც შეეხება ჯგუფის შექმნას, ამ საკითხით დაინტერესებას, ალბათ, ჩვენზე უფრო ვერავინ დაიბრალებს, მათ შორის ოპოზიცია. პოლიტიკური ქულების დაწერა ცოტა გამაღიზიანებელია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ ამ საკითხთან მიმართებაში", - აღნიშნა მდინარაძემ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
6 ნოემბერი, 2025 , 19:00

