უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2020 13:00
font-size

პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს - ვასო ურუშაძე

2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ განაცხადა.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ცნობით, მათ პოლიტიკური პარტიების შემოსავლების ანალიზი შეისწავლეს და შესაბამისი კვლევა მოამზადეს.

როგორც ვასო ურუშაძემ აღნიშნა, კვლევის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირების გამოვლენა, რომელიც ახორციელებენ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობებს და ასევე სხვადასხვა სახით დაკავშირებული არიან სახელმწიფო რესურსებთან, ტენდერებისა და ხელშეკრულების მიღების გზით.

„2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე პოლიტიკურ პარტიებს მიღებული აქვთ 10 855 638.93 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 5 924 396.5 ლარის ოდენობის შემოწირულობა (54,6%) სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოზე“ მოდის. სულ შემოწირულობა მიღებული აქვს 24 პოლიტიკურ პარტიას, თუმცა შემოწირულობების მხოლოდ 30% მოდის 22 პარტიაზე.

დისპროპორციულადაა გადანაწილებული შემოწირულობების ოდენობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. შემოწირულობების მხოლოდ 2,7% მოდის იურიდიულ პირებზე. შემოწირულობების 97.3% კი განხორციელებულია ფიზიკური პირების მიერ”, - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სახელისუფლებო პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არ ჰყავს შემომწირველი იურიდიული პირი, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე მეტ შემოწირულობას იღებს ჯამურად.

„აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა აიხსნას მხოლოდ ორი ფაქტორით. კერძოდ, ადამიანებს, რომლებიც განკარგავენ იურიდიული პირების ფინანსურ რესურსებს, ურჩევნიათ შემოწირულობა გააკეთონ ანონიმურად, რადგან ეშინიათ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსების შემთხვევაში მათ ბიზნესებზე, მაკონტროლებლების მხრიდან, განხორციელდება დევნა. ამიტომაც, ამგვარი იურიდიული პირების წარმომადგენლები პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს აკეთებენ სხვა მოქალაქეების დახმარებით”, - აღნიშნა ურუშაძემ.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ განმარტა, სახელისუფლებო პარტიის შემომწირველი იურიდიული პირების წარმომადგენლები ერიდებიან საკუთარი კომპანიის სახელის შემომწირველთა სიაში დაფიქსირებას, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები სახელმწიფოსგან მიღებული სარგებლის შესახებ, რომლებსაც არსებული იურიდიული პირები, შესაძლოა, იღებდნენ სახელმწიფო რესურსით, ტენდერისა თუ სხვა ტიპის კონტრაქტების მიღების სანაცვლოდ.

„აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ შევისწავლეთ შემომწირველი ფიზიკური პირები და მათი კავშირები იმ იურიდიულ პირებთან, რომელსაც სახელმწიფოსთან, მოგებული ტენდერების გზით, გაფორმებული აქვთ კონტრაქტები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მსხვილი შემომწირველი ფიზიკური პირები, რომელიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და სარგებელს იღებენ სახელმწიფო ტენდერებითა და კონტრაქტებით, შემოწირულობას აკეთებენ, ძირითადად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მიერ მოძიებულია ამგვარი კომპანიების ტენდერებში მონაწილეობისა და სახელმწიფო კონტრაქტების მოგების მონაცემები, საიდანაც დადგინდა, რომ სახელმწიფო ტენდერებს, საკმაოდ მაღალი პროცენტულობით, უმეტესად ამგვარი კომპანიები იგებენ, ან მათთან გამარტივებული წესით ხდება სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმება.

კვლევამ აჩვენა კიდევ ერთი გარემოება. მოცემული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველია არამარტო 2020 წელს, არამედ წინა წლებშიც. შესაბამისად, სახელმწიფო ტენდერებითა და კონტრაქტებით სარგებლობის სანაცვლოდ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობების გაკეთება, ამ კომპანიების წარმომადგენლების მიერ, სისტემატურად ხდება,“ - განაცხადა ურუშაძემ.

ურუშაძე ვარაუდობს, რომ მოცემულ კომპანიებთან დაკავშირებული პირების სია, რომლებიც შემოწირულობებს აკეთებენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ, გაცილებით დიდია, თუმცა დოკუმენტური გზით შეუძლებელია ამ პირების კომპანიებთან დაკავშირება.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის კვლევამ გამოავლინა იურიდიული პირები, რომლებთან დაკავშირებული ფიზიკური პირები შემოწირულობებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ აკეთებენ. კერძოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობები აქვთ გაკეთებული კომპანია RMG GOLD-თან, კომპანია “PACE GEORGIA-თან, კომპანია „პოლიმერთან“, კომპანია „ბომბორა და ბავშვები“-თან დაკავშირებულ 25 ფიზიკურ პირს.

მისასალმებელი იქნება, აუდიტის სამსახურმა დეტალურად შეისწავლოს ანგარიშში მითითებული კომპანიების პროექტები, რომელიც უკავშირდება მოცემული კომპანიების საქმიანობას სახელმწიფო ტენდერებსა და კონტრაქტებს.

ამასთან, კვლევა გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანიზაციას, კვლევაში მითითებული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის ნებაზე ახდენენ გავლენას, შეიყვანონ შავ სიაში და არ მისცენ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების და აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა“, - განაცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი