უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ოქტომბერი, 2020 15:45
font-size

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის
გაძარცვის ფაქტი გახსნეს.

ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ. მ.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ
ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ უკანონო თვალთვალში ბრალდებულ ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით, ვასამბეკ ბოკოვის სახელით

ანტიკორუფციული სააგენტომ ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგ

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

27 ნოემბერი, 2020 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. როგორც

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

25 ნოემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა. გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

ევროპულ სასამართლოსთან ერთი მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს - საქმე გამოძიებას ხელმეორედ დაუბრუნდეს, დაისაჯოს ყველა ადამიანი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

სახელმწიფომ პირდაპირ უარი თქვა ჩემ საქმეზე, პირდაპირ შეწყვიტეს გამოძიება, ღმერთის ძალით გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელმაც სტრასბურგში გაგზავნა ეს საქმე და დაგვიტოვა იმედი, რომ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, - ამის შესახებ მა

„შესანიღბად ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთასა და სკუტერს იყენებდა“ - დაკავებულია ნარკორეალიზატორი

25 ნოემბერი, 2020 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შე