უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 აპრილი, 2018 11:25
font-size

პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ - ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია “იმედში”, გადაცემა „პირისპირ“ ,ისაუბრა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბოლო პერიოდში ისმის კითხვა, ამ კონკრეტულ ფაქტზე - რამდენად ეფექტიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. როდესაც მსხვერპლმა და მისმა დედამ პოლიციას მომართეს, ამ პირის შეწყალების შემდეგ პოლიციაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შესაძლოა ეს ადამიანები რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ. როგორც კი ამ ადამიანებმა პოლიციას მომართეს, პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

ეს იყო მას შემდეგ პირველი შემთხვევა, რაც ამ ადამიანმა სასჯელი მოიხადა და შეწყალებით ვადაზე ადრე გამოვიდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაზარალებულებმა პოლიციას მომართეს. პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და აღსანიშნავია, რომ მათ ითხოვეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ის განცხადება, რომელიც მათ პოლიციაში შემოიტანეს იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს. ჩვენ რომ გვქონოდა სხვა საფუძველი რა თქმა უნდა გამოძიებას დავიწყებდით. მათ განცხადებაში, რომ ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები რა თქმა უნდა დავაკავებდით და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულს არ ვმალავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში 800 პირზე მეტია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული. შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სათანადო საფუძველი გამოძიების დაწყების და მოძალადის დაკავების რა თქმა უნდა ამას შს სამინისტრო გააკეთებდა, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ აქ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ სამინისტრომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება არ მოახდინა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს

17 თებერვალი, 2026 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი

17 თებერვალი, 2026 , 14:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვ

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს

17 თებერვალი, 2026 , 11:23

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად გ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

16 თებერვალი, 2026 , 17:17

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციისთვის, რატიანს 2025 წლის 9 ოქტომბერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სხდომ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო

16 თებერვალი, 2026 , 12:41

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ხუჭუა ავრცელებს. როგორც ის აცხადებს, საქართველოს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2026 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი