უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 იანვარი, 2024 13:11
font-size

ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივში მდებარე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება და ამჯერად, მესამე მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე N6 კორპუსს შეეხება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ავარიული, ოთხსართულიანი სახლის ნაცვლად, ათსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა- ნაგებობა აშენდება, მშენებლობის პროცესში კი მოსახლეობის ქირით გაყვანას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გასული წლის დეკემბერში ჩატარდა ბაზრის კვლევა, მიმდინარე თვის ბოლომდე კი გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი, სადაც დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას და პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული 10-სართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო II-X სართულების ჩათვლით, 4 770 კვ.მ საცხოვრებელი ბინები არქიტექტურული პროექტის შესაბამისად. ჯამში, უძრავი ქონების მესაკუთრეებს სრულად გარემონტებული 36 ბინა გადაეცემათ. ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ითანამშრომლეთ ჩვენთან. ყველანაირად მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ. ვიდრე მშენებლობა მიმდინარეობს, ქირით და იჯარით უზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მეტი ინტერესი გამოიჩინონ აღნიშნული პროექტის მიმართ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა დეველოპერულ კომპანიას, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. მესმის, რომ ეს შეიძლება, არ იყოს მომგებიანი პროექტები, უფრო სოციალური პროექტებია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე პროექტის სამშენებლო პროცესი უკვე მიმდინარეობს, აშენებულია რამდენიმე სართული და მალე დავასრულებთ სამუშაოებს. გვინდა, გავზარდოთ მასშტაბურობა, მეტი პროექტი განვახორციელოთ და შეფერხებები არ გვქონდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი