უკან

პოლიტიკა

20 მაისი, 2022 15:50
font-size

ჩვენ შეშფოთებებს ძალიან ღიად გამოვხატავთ, როდესაც გვაქვს წუხილები მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე - დერეკ შოლე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის უფროსი მრჩევლის, დერეკ შოლეს თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სურს, ქვეყანამ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში მომხდარი მოვლენები "ამას გაართულებს".

ამის შესახებ დერეკ შოლემ ,,რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს. რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები, რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას"- თქვა შოლემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის უფროსი მრჩეველი ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე შეშფოთებას ღიად გამოხატავს.

"ჩვენ შეშფოთებებს ძალიან ღიად გამოვხატავთ, ვგულისხმობ შტატები, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროპაში და სხვაგან, როდესაც გვაქვს წუხილები მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე - მსგავს საკითხებზე. იმაზე, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების მიღება ყოვნდება.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, საელჩოს განცხადება თავად ამბობს სათქმელს და ის, რასაკვირველია, განმტკიცებულია ვაშინგტონიდან და ის არის ასახვა ჩვენი მზადყოფნისა, რომ ვიყოთ პირდაპირები, ღიები და ვილაპარაკოთ ძალიან მკაფიოდ ჩვენს შეშფოთებებზე. ასე ვიქცევით პირად საუბრებშიც და საჯაროდაც, რადგან გვჯერა, რომ მეგობრებთან უნდა იყო ძალიან პირდაპირი. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ეს განცხადება გამოქვეყნდა"- თქვა დერეკ შოლემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს ორი დღის წინ ეწვია. ის NGO-ების, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი