კომენტარი


პრაქტიკულად ხელმოწერიდან 20 დღეში, ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას შეძლებენ - არჩილ თალაკვაძე
ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული, როდესაც ჯერ ევროპარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციას, შემდეგ უკვე საბჭომ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება და პრაქტიკულად ხელმოწერიდან 20 დღეში, ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
„ეს არის სიგნალი, რომ საქართველომ რეფორმებით და ცვლილებებით დაუმტკიცა ყველას, რომ იმსახურებს ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციას. ეს არ არის ბოლო წერტილი ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმის შესრულებას და განხორციელებას, რომელიც მომავალში დაგვეხმარება მოვიპოვოთ უფრო მტკიცე ადგილი, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, დიდ ევროპულ ოჯახში. ვიზისდ ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, თითოეული მოქალაქე, თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გაემგზავრება ევროპაში, კიდევ უფრო მეტად ხდება საკუთარი ქვეყნის ელჩი ევროპაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ფრთხილად, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ დიდ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუცხადა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
9 აპრილი, 2021 , 14:15

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი
8 აპრილი, 2021 , 11:35

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო
7 აპრილი, 2021 , 12:30

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი
5 აპრილი, 2021 , 16:00

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა
4 აპრილი, 2021 , 17:25