უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 დეკემბერი, 2018 17:15
font-size

პრემიერ-მინისტრის დავალებით, დასავლეთ საქართველოს სამივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, მეორე დღეა ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რეგიონების დიდ ნაწილს ეტაპობრივად უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამივე რეგიონში მეორე დღეა, სტიქიის სალიკვიდაციო აუცილებელ ღონისძიებებს ატარებს; აქტიურად მიმდინარეობს ზარალის შეფასება; იმერეთსა და სამეგრელოში უკვე დაიწყო კორპუსების დაზიანებული სახურავის აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პირადად ეცნობა სტიქიის შედეგად სამეგრელოს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას. რეგიონში მოქმედი საგანგებო შტაბი ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მყისიერი რეაგირება მოხდეს დაზარალებულთა დასახმარებლად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს 24- საათიან რეჟიმში მუშაობას. სამივე რეგიონში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მოქალაქეებს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებასა და წაქცეული ხეებისაგან ჩახერგილი გზების წმენდაში ეხმარებიან.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ შტაბები. შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დარჩეს მარტო იმ პრობლემის წინაშე, რაც მათ სტიქიის შედეგად მიადგათ,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი