უკან
პოლიტიკა
5 დეკემბერი, 2016 11:40
პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან კარგი გეგმა - იან კელი
აშშ-ს ელჩი საქართველოში, იან კელი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გეგმას ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით.
,,პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან კარგი გეგმა ეკონომიკის ზრდასთან და განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენი დახმარების უმეტესი ნაწილი მიმართულია ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა თავად რეგიონში არის საკმაოდ ბევრი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოც ამ გამოწვევის რიგში დგება. ამიტომ, ცოტა რთული პერიოდია, თუმცა გეგმა არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა’’, - განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.
ნინო ექვთიმიშვილი