უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

პრემიერმა „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელ ლადო აფხაზავას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მიღწევები, მომდევნო წლების განმავლობაში, განათლების სექტორის სისტემურ წარმატებაში მნიშნელოვან როლს შეასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, პრემიერმა ყურადღება განათლების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმების გეგმა გრძელვადიანია, თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა, მომავალი წელი კი, კიდევ უფრო წარმატებული იქნება; აღინიშნა, რომ სამომავლო გეგმები საზოგადოებას 2019 წლის დასაწყისში წარედგინება. ითქვა, რომ განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი და უპირობო პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა, რომ განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს და რეფორმამ ისეთი ადამიანური კაპიტალის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) ფინალშია. კონკურსი ხაზს უსვამს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას, იმ ფაქტს, რომ მათი საქმიანობა და ძალისხმევა აღიარებას იმსახურებს. 2017 წელს ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტმა განაცხადა, მთავრობის მეთაურმა მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი