არქივი
კომენტარი
პრეზიდენტი ანა მარგველაშვილზე - მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი მტკიცე პოზიცია, როდესაც მიიჩნევს, რომ მართალია
ანამ დამირეკა და მითხრა, რომ მოხდა რაღაც დაკავება, რომელიც მიაჩნია უსამართლოდ და ის დააფიქსირებს თავის პოზიციას. მე ვუთხარი - შენ ხარ თავისუფალი ნებისმიერ ქმედებაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში მისი შვილის, ანა მარგველაშვილის აქციაში მონაწილეობის კომენტირებისას.
მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და გარკვეულწილად მორალური ვალდებულებაც, გამოხატოს თავისი პოზიცია.
”ანამ დამირეკა და მითხრა, რომ მოხდა რაღაც დაკავება. მიაჩნია, რომ ეს არის უსამართლობა და მითხრა, რომ ის დააფიქსირებს თავის პოზიციას. მე ვუთხარი - შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, ზრდასრული ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება და შეგიძლია შენი პოზიციის ფორმირება, შენ ხარ თავისუფალი ნებისმიერ ქმედებაში, რასაც განახორციელებ, ბუნებრივია კანონის ფარგლებში. მე ვთვლი, რომ მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი მტკიცე პოზიცია, როდესაც მიიჩნევს, რომ მართალია და არა მარტო ანას. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და გარკვეულწილად მორალური ვალდებულებაც, იყოს მართალი თავისი ქმედებების წინაშე და გამოხატოს თავისი პოზიცია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე მიიჩნევს თუ არა თავად პრეზიდენტი, რომ მისი შვილის მეგობრებს უსამართლოდ დევნიან, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქმის დეტალების განხილვაში არ შევა.
”სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებას მძიმე გამოცდილება აქვს და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, 2012 წელს, თვისობრივად ჰუმანური სახე მიიღო ”ქართული ოცნების” მმართველობამ, თუმცა, გადაცდომები იყო და მასზე ნათლად დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია. მოქალაქეების პოზიციას ყოველთვის უნდა მოუსმინოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა. თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უნდა იყოს სადარაჯოზე, რომ როდესმე, სადმე, რომელიმე ხელისუფალმა არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

