პოლიტიკა


პრეზიდენტი ფიქრობს,რომ 20-მდე პარტიების თუ პარტიტუნების ლიდერად გამოცხადდება - სალომე ზურაბიშვილი
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრი, დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს განცხადება იურიდიულად გაუმართავი და გაუმართლებელია, რადგან ამით პრეზიდენტი პირდაპირ იჭრება საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში. პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობის კონკურენტად გვევლინება, რაც საკმაოდ უცნაური არის იმ პირისგან, რომლის პირველი მოვალეობა კონსტიტუციის დაცვაა. მეორე, რაც ჩემთვის ასევე უცნაურია, მის განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებიც არის.
როდესაც ის აცხადებს, რომ ეს „ოცნების“ მომზადებული ტექსტი არის. მე ვესწრებოდი კომისიას, ამ კომისიაში მონაწილეობდნენ არასამთავრობოები, ექსპერტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სანამ ბოიკოტს გამოაცხადებდნენ. ეს ყველაფერი არ ითვლება, და თურმე „ოცნების“ პროექტი არის.
ეს არის პარლამენტში შემუშავებული პროექტი, რომელიც ორი მოსმენით დამტკიცდა და იმედი მაქვს, მალე მესამე მოსმენითაც დამტკიცდება. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამით ძალიან ნათლად გვიჩვენებს პრეზიდენტი, რომ ის პოლიტიკურ თამაშებში ბოლომდე არის ჩაძირული. ამ ბოლო ნაბიჯით ის ფიქრობს,რომ 20-მდე პარტიების თუ პარტიტუნების ლიდერად გამოცხადდება და ამით ახალ პოლიტიკურ როლს შეიძენს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27