უკან
არქივი
კომენტარი
18 ოქტომბერი, 2016 18:50
პრეზიდენტი გმობს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემზარავ ფაქტს - ეკა მიშველაძე
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმიანება რამდენიმე დღის წინ ტრანსგენდერზე თავდასხმის ფაქტს.
შესაბამისი განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა.
,,პრეზიდენტი გმობს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემზარავ ფაქტს, ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე. პრეზიდენტი მიესალმება, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია დადგინდეს თავდასხმის რეალური მიზეზი’’, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი