პოლიტიკა
პრეზიდენტი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია საქართველოში - IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგს ეხება, ოფიციალურ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი.
წინასწარ ცნობილი შედეგების თანახმად, კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს“, გამოკითხულთა 30% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, 15 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 8%- „ევროპულ საქართველოს“.
კვლევის გამოქვეყნებული ნაწილის მიხედვით, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია 67%-იანი რეიტინგით. მას მიჰყვება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 65%-ით. მესამე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 55%-ით. ოთხეულს ხურავს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე 50%-ით.
IRI-ის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია ორშაბათისთვისაა დანიშნული.
ანა მებურიშვილი