უკან
პოლიტიკა
16 მარტი, 2017 16:30
პრეზიდენტი უნდა იყოს არანაკლებ 45 წლის და უპარტიო - ვახტანგ ხმალაძე
ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მან მიმართა საკონსტიტუციო კომისიას წინადადებით, რომ პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზი 45 წლამდე გაიზარდოს.
ასევე ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი.
„პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით მე შევთავაზე სამუშაო ჯგუფს, რომ პრეზიდენტის ასაკი ყოფილიყო არანაკლებ 45 წლისა; მეორე, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი. ეს წინადადებები იქნა გაზიარებული“, - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და არჩევის წესის შესახებ მსჯელობენ.
ანა მებურიშვილი