უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტის მრჩევლები დღეს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დღეს განახლდება.
პრეზიდენტის მრჩევლები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის წესის შემუშავების საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა, ყურადღება გამახვილდება იმ კრიტერიუმებზეც, რომელსაც მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.
„ადმინისტრაცია ინტენსიურად აწარმოებს შეხვედრებს, კონსულტაციებს იურიდიულ წრეებთან, აკადემიურ წრეებთან იმისთვის, რომ ყველამ ერთად მოვახერხოთ და შევარჩიოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ღირსეული კანდიდატი. ჩვენი საუბრის თემა ეხება ისევ პროცესს, რა იქნება იდეალური და ყველაზე სწორი პროცესი, რომ ჩვენ ამ სწორი პროცესის შედეგად შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ის პირი, რომელიც ესოდენ მაღალ თანამდებობაზე იქნება დასახელებული,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა.
ნინო ექვთიმიშვილი