უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2017 15:25
font-size

პრინციპულია, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არ ექვემდებარებოდეს სუს-ს - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„ევროპულ საქართველოსთან'', "მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპულ საქართველოსთან'', ''საქართველოს პატრიოტებთან'' და ,"ნაციონალურ მოძრაობასთან'' შეხვედრაზე ფიქრია ჩიხრაძემ დეპუტატებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ოფიციალური წერილისა და თხოვნის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ყველა ოპოზიციური ფრაქცია თანხმდება, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, არც ხელმძღვანელის დანიშვნის თვალსაზრისით, არც ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

პრინციპულად და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით დაბალანსებული და დაცული იყოს სახელმწიფო ინტერესები, ბიზნესინტერესები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება და ამავე პროექტმა უზრუნველყოს პიროვნების პოლიტიკური თავისუფლებები.

"ჩვენი წინადადებაა, რომ ეს ახალი სამსახური მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პერსონის- პრემიერის დაქვემდებარებაში გადავიდეს. მასთან იყოს ანგარიშვალდებული, უფრო მეტი გახსნილობა და ღიაობა შემოვიტანოთ პროექტში სწორედ აი ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემოტანის თვალსაზრისით'',- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ გამოთქვა მოსაზრებები, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სააგენტოს კონტროლის მექანიზმების გამყარებასთან დაკავშირებით, ეს და სხვა მრავალი საკითხი შესაძლებელია, უკვე მეორე მოსმენისას დადგეს.

"არის სხვადასხვა მოსაზრებები პარლამენტის ჩართულობის გაძლიერების, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებისა და სასამართლოს ფუნქციის გაძლიერების მიმართულებითაც.

მაგრამ პრინციპულზე პრინციპული და ფუნდამენტურია, რომ ეს სამსახური არ იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, როგორც პერსონალურად, ასევე ანგარიშვალდებულებით'', - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ

საკვანძო სიტყვები:

სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი

10 ოქტომბერი, 2025 , 14:49

ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა ხელისუფლების და ქვეყნის დასამხობად, 90-იან წლებში დასაბრუნებლად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 4 ოქტ

„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:38

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარი აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახ

ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობასა და უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს, როგორ უნდა გაემიჯნოს, როდესაც თავად არის დამფინანსებელი და შემოქმედიც, – ამის შე

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება

10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითა

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა

9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ბიძინა ივანიშვილის Mein Kampf-ი ისეთია, არავის ვუსურვებ დედამიწაზე - რაც მეტ მსხვერპლს დააგროვებს ის ამ ბრძოლაში, მით მაღალ ფასს გადაიხდის! იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება რეპრესიების ხარისხი, შიშებზე გამარჯვ

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 14:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიი